2018-10-28 13:55:06, 914 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: დადასტურდა, რომ პირი საარჩევნო უბანზე არასათანადო წესით გაცემული ბეიჯით იმყოფებოდა
ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, ბეიჯით, რომელიც არ იყო დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ კენჭისყრის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, შესაბამისი ინფორმაცია ცესკო-ს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მიაწოდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, ბეიჯით, რომელიც არ იყო დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. გადამოწმების შედეგად აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინა საარჩევნო უბანი”, - აღნიშნა მიქელაძემ.
ავტორი: ,