2018-10-27 14:17:43, 827 ნახვა
რეგიონი
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება არჩევნების გამო, ე.წ. საზღვარს დროებით კეტავს
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს.
ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს.
„საზღვრის დროებითი ჩაკეტვა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირდება. 27 ოქტომბრის 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეების გადაადგილება შეიზღუდება. გამშვები პუნქტების მუშაობა 29 ოქტომბერს 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,