|
2018-10-26 17:20:25, 2444 ნახვა
საზოგადოება
გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 2004 წელს, 11 წლის ბავშვის გატაცების საქმეში ფიგურირებს - რას ყვება ბიჭის დედა
გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, გორის რაიონულმა სასამართლომ 2004 წელს 11 წლის ბიჭის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "'რადიო თავისუფლება" ავრცელებს. როგორც ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, 11 წლის იჭი დღემდე გაუჩინარებულია. მისივე თქმით, ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, თუმცა, გამოძალვის ნაწილში დამნაშავედ მიიჩნია. უგზო-უკვლოდ დაკარგული ბიჭის დედის ხათუნა ბერძნიშვილის თქმით, დაკავებული მაშინ მათთან ავტოფარეხში მუშაობდა. ,,ჩემი შვილი 14 წლის წინ გაუჩინარდა. 11 წლის იყო. ეზოდან გაიყვანეს და ახალბაღისკენ წაიყვანეს. ეს პიროვნება, სწორედ, ჩემი შვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ წერილი შემოგვიგდეს სახლში, შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, 20 ათასი ლარი გადაიხადეთო. ჩვენ ეჭვი მივიტანეთ მასზე. მუშაობდა ჩვენს ავტოფარეხში, ჩემ შვილთან ძალიან დაახლოებული იყო. მას გატაცება ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სასჯელი მოიხადა გამოძალვაზე", - აცხადებს დედა. გაუჩინარებული ბიჭის დედა ამბობს, რომ 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი დღემდე გამოუძიებელია: „ძალიან ბევრი ვიარეთ, სხვადასხვა ინსტანციაში, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობდა. დღეს კი, საერთოდ არ ვიცით, ამ საქმეს რა ბედი ეწია. ჩემი შვილი კი არ ჩანს. 20 სექტემბერს 25 წლის უნდა გამხდარიყო“, - ამბობს ხათუნა ბერძნიშვილი.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)