06:30 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 15:20:07, 2362 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ ბოლტონი - აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ დაწესდა

შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის სანქციების ნაწილი დაწესებულია სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნოემბერში დაგეგმილია რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა ბოლტონის თქმით, მისთვის უცნობია, მოხდება თუ არა ამ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მთელი რიგი სანქციები უკვე დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების ნაწილი დაწესებულია სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც მოხდა საქართველოს ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია. რამდენად მოხდება ნოემბერში საქართველოს თემის განხილვა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას ამას ვერ გეტყვით, რადგან ეს შეხვედრა მოკლე იქნება. საფრანგეთი აღნიშნავს 100 წლისთავს პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღიდან და პუტინი-ტრამპის შეხვედრა, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, „ველების“ ფორმატში შედგება”, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics