|
2015-06-11 11:34:11, 1394 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სკანდალის გამო სამმა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პოსტები დატოვეს
პოლონეთში მინისტრთა კაბინეტის სამმა მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობები დატოვეს. მაღალჩინოსნების მიერ პოსტების დატოვება ფარული ჩანაწერების სკანდალს უკავშირდება. პარლამენტის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ, ჯანდაცვის, სახელმწიფო ხაზინისა და სპორტის მინისტრებმა განაცხადეს, რომ თანამდებობიდან ისინი მმართველი პარტიის, სამოქალაქო პლატფორმის ინტერესების გამო გადადგნენ. პოლონეთის მაღალჩინოსნები ვარშავის ერთ-ერთ რესტორანში ფარულად ჩაწერეს. ჩანაწერებში მათ მიერ მსოფლიო ლიდერებისა და ადგილობრივი პოლიტიკოსების მისამართით გაკეთებული კომენტარები ისმის. ერთ-ერთ ჩანაწერში რადოსლავ სიკორსკი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ბრიტანეთის პრემიერს დევიდ ქემერონს ევროკავშირის საქმეების მოგვარებაში "არაკომპენტენტურს" უწოდებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვარშავის აშშ-სთან კავშირი არაფრის მომტანია. ასევე, გავრცელებულ ფარული ჩანაწერებში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბართლომეი სენკევიჩი ამბობს, რომ საჭირო იყო ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავმჯომარისთვის მიმართვა, რათა მთავრობას არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა. აღნიშნული ჩანაწერები ერთ-ერთმა პოლონურმა გაზეთმა გამოაქვეყნა, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)