|
2018-10-24 17:36:05, 2141 ნახვა
ეკონომიკა
National Geographic Traveler-ის დამფუძნებელი: საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ის დაიმკვიდრებს ადგილს ტურიზმის სექტორში
ინოვაციები, რომლებსაც ახლა საქართველოში წარვადგენთ, მნიშვნელოვნად შეცვლიან როგორც ტურიზმს, ისე ყველა სხვა ბიზნესებს, - ამის შესახებ მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ის სპიკერმა, National Geographic Traveler-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაუნ დრიუმ. მისი თქმით, კონფერენცია Welcome Challenge-ი მთელს მსოფლიოში კარს გაუხსნის საქართველოს და წარმოაჩენს მას, როგორც ქვეყანას, რომელსაც უნდა ესტუმრო, რათა გაეცნო როგორც ტურიზმის, ისე სხვა სფეროებში დანერგილ ტექნოლოგიებს. ვფიქრობ, რომ ეს დიდი დასაწყისია," - განაცხადა მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ის სპიკერმა, National Geographic Traveler-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაუნ დრიუმ. „მოხარული ვარ, რომ ეს გლობალური ფორუმი აქ ტარდება. საქართველო ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქვეყანაა და მე ვფიქრობ, რომ ის დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს, მას მოაქვს ახალი ბიზნესი, ახალი შესაძლებლობები და ასევე, აახალგაზრდავებს და სიცოცხლით ავსებს ქვეყნებს", - განაცხადა დაუნ დრიუმ. მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge-ი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით პროექტ Check in Georgia -ის ფარგლებში 23 – 26 ოქტომბერს ტარდება. ფორუმზე სტუმართმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 20-ზე მეტი სტარტაპი იქნება წარმოდგენილი. სტარტაპების შეჯიბრში მონაწილეობენ სტარტაპები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.
(NS)
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)