09:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 16:38:39, 510 ნახვა

რეგიონი
გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გრძელდება

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშორისო სკოლა გრძელდება.

დღეს მოხსენებით თემაზე - "გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა გავრცელება აჭარის რეგიონის გერიატრიული ასაკის მოსახლეობაში", აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე წარსდგა.

საერთაშორისო ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ღონისძიების მიზანია დაბერების პროცესისა და მექანიზმის შესახებ არსებული თანამედროვე მიღწევების გაცნობა და პოპულარიზაცია. ოთხდღიანი სკოლა ითვალისწინებს ასაკთან ასოცირებული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებას. ბიოლოგიის, მედიცინის, სოციალური მეცნიერებების, ასაკოვან ადამიანთა მოვლა-მომსახურების დარგის მკვლევარები, სპეციალისტები, სტუდენტები გაეცნობიან გერონტოლოგიის ფუნდამენტური კონცეფციებს, სხვადასხვა ქვეყნის ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის საკითხებსა და სოციალურ პაკეტებს. სწავლებას უძღვებიან დარგის წამყვანი ქართველი, ავსტრიელი, მალტელი მეცნიერები და ექსპერტები. სეზონური სკოლის ფარგლებში 25 ოქტომბერს, ხულოს ჰოსპიტალში გაიმართება საქველმოქმედო სამედიცინო აქცია.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხულოს ხანდაზმულ მოსახლეობას კონსულტაციები ჩაუტარდებათ ნევროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ორთოპედიის, უროლოგიის, ქირურგიის, ოფთალმოლოგიის მიმართულებით. დაგეგმილია ასევე ექოსკოპიური გამოკვლევა და ოჯახის ექიმის კონსულტაცია.

საერთაშორისო სეზონური სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო ტრენინგის სერტიფიკატი.

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მალტის დაბერების საერთაშორისო ინსტიტუტის (INIA–ს) ორგანიზებით აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics