09:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 16:37:17, 474 ნახვა

რეგიონი
გიორგი ქობულიამ კოლეგებთან ერთად კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის საპროექტო სივრცე დაათვალიერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის საპროექტო სივრცე დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქობულია ობიექტის ტერიტორიაზე კოლეგებთან - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური ცენტრი არამხოლოდ კასპის რაიონს, არამედ მთელ შიდა ქართლის რეგიონს მოემსახურება.

„ასეთი ცენტრების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - არამარტო ეკონომიკის, არამედ ზოგადად, ეს არის ძლიერი მამომძრავებელი ძალა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისწავლონ, განვითარდნენ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და იყვნენ კრეატიულები. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა მთელი მოსახლეობის ინტელექტუალური სრული რეალიზაციისა და ამ პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს როგორც ეკონომიკაში, ასევე სოციალური და ადამიანური კეთილდღეობის თვალსაზრისით", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ინოვაციური ცენტრი - ტექნოპარკი კასპში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდება, სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის თებერვალი. სამშენებლო ტენდერი  2018 წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა და  9 ნოემბერს გაიხსნება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, აშენდეს ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსები და სამუშაო სივრცე. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნოპარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას სხვადასხვა აქტივობებისთვის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics