|
2018-10-23 15:23:58, 1669 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური: „კავკასიაზე“ ყადაღა გრაფიკის დარღვევის გამო გავრცელდა, თუმცა ეს მათ საქმიანობას ხელს არ უშლის
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა დავალიანების გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო დაედო. როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, გრაფიკის დარღვევის გამო, ყადაღის გავრცელება სისტემურად ხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიაზე ინკასო არ გავრცელებულა და მის საქმიანობას ხელი არ ეშლება. "საქმე მდგომარეობს შემდეგში: „კავკასიას“ ჰქონდა გაფორმებული გრაფიკი დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურთან. გრაფიკის დარღვევის გამო, მოხდა სისტემურად ყადაღის გავრცელება. ეს სისტემურად ხდება და ყველა ბიზნესუბიექტის მიმართ ერთი და იგივეა ეს სისტემური რეაგირება. როგორც კი გრაფიკის პირობები ირღვევა და არ ხდება კონკრეტული გრაფიკის შესაბამისად თანხის ჩარიცხვა, ბუნებრივია, სისტემა აგენერირებს შესაბამის ბრძანებას და ვრცელდება ყადაღა. ამასთან ერთად ვრცელდება ინკასო, თუმცა ეს ჩვენ არ გაგვივრცელებია იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა მედიასაშუალებას და ჩვენ ეს არაერთგზის გვითქვამს სხვა მედიასაშუალებებთან შექმნილი მსგავსი პრობლემების დროსაც. ყოველთვის გამოვდივართ იქედან, რომ თავისუფალი სიტყვის პრინციპები ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენ არასოდეს არ ვიყენებთ მათ მიმართ ამ ტიპის, იძულებითი გადახდევინების ღონისძიებას. ის რომ ყადაღა გავრცელდა „კავკასიაზე“, ამის შესახებ ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა გაიგეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან. როგორც კი გავრცელდა ყადაღა, ხაზს ვუსვამ, ეს მოხდა დღეს, იმიტომ რომ გავრცელდა ინფორმაციები, სადაც წერია, რომ 5 დღეა გავრცელდა და ასე შემდეგ, ეს ასე არ არის, დღეს გავრცელდა და დღესვე, ჩვენი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ყადაღა გავრცელდა გრაფიკის დარღვევის გამო და რას აპირებთ, შევადგინოთ ახალი გრაფიკი, მოგვმართავთ ახალი განცხადებით თუ არის სხვა შესაძლებლობა, რომ გადაიხადოთ დავალიანება მთლიანად და მოხდეს ყადაღის ახსნა. ისინი უკვე მოვიდნენ და განცხადებით მოგვმართეს ახალ გრაფიკთან დაკავშირებით. დავალიანების რაოდენობას რაც შეეხება, მე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მაქვს ამ ინფორმაციის გაცემის უფლება. ჰქონდათ გრაფიკი და მისი დარღვევის გამო გავრცელდა ყადაღა, თუმცა ეს მათ საქმიანობაში ხელს არანაირად არ უშლის. ინკასო არ გავრცელებულა და წვდომა აქვთ თავიანთ ანგარიშებზე", - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში. ცნობისთვის, ტელეკომპანიის დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, "კავკასიას" ყადაღა დაედო.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)