2018-10-23 13:12:20, 478 ნახვა
რეგიონი
მათენაურის უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ნენიაში, მათენაურის უბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საყრდენი კედელი, გაბიონი, სანიაღვრე არხი. სამუშაოებს ი/მ ნუგზარ მიქელაძე აწარმოებდა. მიმდინარე პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 990 ლარი დაიხარჯა. დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.
დასრულებული პროექტი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებმა დაათვალიერეს.
(NS)
ავტორი: ,