2018-10-23 11:43:22, 709 ნახვა
რეგიონი
ფურტიოში მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა
ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ ფურტიოში მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა.
კედლის ჩამოსხმა ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე წარმოებდა,მათ შორის: მალხაზ დიასამიძის, ზაურ ხიმშიაშვილის, მერაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლებთან. 39057 ლარის სამუშაო შპს ,,მათე 555"-მა შეასრულა. დასრულებული პროექტი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებმა დაათვალიერეს.

(NS)
ავტორი: ,