04:55 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 18:50:20, 385 ნახვა

პოლიტიკა
შესაძლოა, მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას

საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივით გამოდის,  მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას.

როგორც გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი აპარატი   მთის განვითარების კუთხით იმუშავებს. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უმრავლესობაში შეთანხმება მიღწეულია, ახლა კონსულტაცია მთავრობასთან მიმდინარეობს.

"უმრავლეოსობაში ჩამოყალიბდა ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს კანონების აღსრულებას, მთის რეგიონების განვითარების ხელშეწყობას,  კოორდინირებას სხვადასხვა უწყებებისა ამ საქმიანობით, ვფიქრობ, მთავრობა გაიზიარებს ამ ჩვენს წინადადებას, პირველ მოსმენაზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს  სახელმწიფო მინისტრის თანამდებობისა და ინსტიტუტის შემოღების თაობაზე,  რომელიც დაკავებული იქნება მთიანი რეგიონების განვითარებით",-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics