|
2015-06-10 18:25:52, 342 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს საუდის არაბეთის პრინცმა საპატიო მოქალაქეობის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, თბილისში ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის პრინცს, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცთან საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველო ტრანსრეგიონალური თანამშრომლობის განვითარების მხრივ იძლევა. ხაზგასმით აღინიშნა ასოცირების ხელშეკრულება, რომლის გაფორმების შემდეგ საქართველოში ინვესტირების გარემო უფრო მიმზიდველი გახდა. "ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მას შემდეგ რაც შევხვდი პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტმა მოკლედ მიამბო საქართველოს ისტორიის შესახებ, ასევე გვესაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებმა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო განვამტკიცებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას საქართველოსა და საუდის არაბეთს, ასევე ჩემს კომპანიასა და ამ დიდებულ ქვეყანას შორის“, - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა. საქართველოს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის პრინცს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. გიორგი მარგველაშვილმა ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა რისთვისაც საუდის არაბეთის პრინცმა ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)