04:59 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 13:23:45, 1781 ნახვა

პოლიტიკა
კრამერი: 2008 წელს საქართველოს ტერიტორია რუსულმა ტანკებმა გადმოკვეთეს - ომი ქართველებს არ დაუწყიათ

ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი საქართველოს მოსახლეობას ურჩევს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

როგორც კრამერი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მცირე უფლებამოსილება აქვს, საარჩევნო პროცესი საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე დიდ გავლენას მოახდენს.

„როგორც ყველა არჩევნები ეს არჩევნებიც მნიშვნელოვანია და მოახდენს გავლენას საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. მას ასევე ექნება გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ბევრი უფლებამოსილება, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა მივიდეს უბნებზე და ხმა მისცეს.

რაც შეეხება 2008 წელს, საქართველოს ტერიტორია სწორედ რუსეთის ტანკებმა გადმოკვეთეს, ეს ქართველებს არ გაუკეთებიათ. აშკარაა, რომ დამნაშავეა რუსეთი, პუტინის ხელმძღვანელობით.  მათ აქვთ ტერიტორიების 20% ოკუპირებული და განაგრძობენ მცოცავ ანექსიას“, - აცხადებს დავიდ კრამერი.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics