03:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-21 18:23:09, 1530 ნახვა

პოლიტიკა
ვიტაუტას ლანდსბერგის: ჩვენ ვიცნობთ დავით ბაქრაძეს, რომელსაც განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს

 

ჩვენ კარგად ვიცნობთ გუნდს, რომელიც წარმოადგენს ევროპულ საქართველოს. ჩვენ ვიცნობთ დავით ბაქრაძეს, რომელსაც განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს საქართველოს მეგობრებში საზღვარგარეთ - ევროპული საქართველოს მხარდამჭერებს სპორტის სასახლეში ცნობილი ლიტველი დისიდენტი და ლიტვის პირველი პრეზიდენტი, ვიტაუტას ლანდსბერგისი ვიდეოთი მიმართავს. 

ლანდსბერგისის განცხადებით: "საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გულანთებულია და რომელსაც მყარი ხედვა და ცივი გონება აქვს. დავით ბაქრაძე სწორედ ასეთი ადამიანია. ის ქვეყნის ინტერესებს ყოველთვის პარტიული ინტერესების წინ აყენებს. მას აქვს უნარი შემოიკრიბოს თანამოაზრე და ასეთივე პატრიოტი ადამიანები.   სწორედ ეს არის, რაც ამ შესანიშნავ ქვეყანას სჭირდება. 
გვსურს, საქართველო იყოს დაცული ნატოსა და ევროკავშირის ფარგლებში; რომ საქართველო იყოს მთლიანი და თავისუფალი, რადგან გადაუწყვეტელი საქართველო ზრდის რისკს ყველასთვის მის ირგვლივ.
საქართველოს წარმატებისთვის  ფუნდამენტურია არჩევნების გზით მთავრობის შეცვლის შესაძლებლობა და უნარი. გუნდმა, რომელმაც განახორციელა გამბედავი რეფორმები, საქართველო უნდა აქციოს  ფუნქციურ ევროპულ სახელმწიფოდ.  
საქართველოს მეგობრებს გვსურს საქართველო ვიხილოთ ჩვენს, თავისუფალი და დემოკრატიული ერების ოჯახში"





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics