04:49 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 18:25:29, 1155 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი გამაერთიანებელი

„ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი“,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.

„ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. მე, ვიქნები თქვენი გარეთ წარმომადგენელი, მე ვიქნები აქ, ქვეყნის შიგნით,  თქვენი გამაერთიანებელი, რაც არ უნდა ეს ზოგჯერ რთული ჩანდეს. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, ამას მარტო ვერ შევძლებ. ამას ვერ შევძლებთ თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით  კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რომლის ენა, რომლის კულტურა, ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ.  ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ ერთად- პატარები, დიდები, ხანში შესულები, ყველანი ერთად",-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics