00:55 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 14:50:35, 1772 ნახვა

სამართალი
პოლიციამ განყოფილებაში „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური, ნიკა ობოლაძეც გადაიყვანა

დედანის  ბაღში, სადაც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ „კანაფის ფესტივალის“ გამართვას გეგმავს, სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

როგორც „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა ჩხრეკის მიზნით პარტიის კიდევ ერთი წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჯაფარიძის შეფასებით, პოლიცია ყველანაირად ცდილობს, რომ ფესტივალის გამართვაში ხელი შეუშალოს.

„უკვე სამი ადამიანი წაიყვანეს. შევთავაზეთ, რომ მათი ჩხრეკა და გასაუბრება ადგილზე მომხდარიყო, თუმცა უარი გვითხრეს. ბაღში არ შემოგვატანინეს აპარატურა. ახლა ვცდილობთ, რომ ბაღთან მანქანები შემოვაყენოთ და ელექტროგაყვანილობა მანქანების მეშვეობით შემოვიყვანოთ. ყველანაირად ცდილობენ პრობლემები შექმნან, თუმცა არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, ფესტივალს მაინც ჩავატარებთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ბაღში ამ დროისთვის ათობით ადამიანია შეკრებილი. პოლიციამ ბაღის გარშემო ცოცხალი კორდონი აღმართა. ჯერჯერობით მოქალაქეებს ბაღში შესვლა-გამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ.

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 16:20 საათზეა დაგეგმილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics