21:59 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 12:50:03, 4187 ნახვა

მსოფლიო
საუდის არაბეთმა აღიარა, რომ ხაშოგი საკონსულოში გარდაიცვალა - დაკავებულია 18 პირი

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყნიდან დევნილი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში სამეფოს საკონსულოში გარდაიცვალა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურორმა საუდ ალ-მუაჯიმ გააკეთა.

"წინასწარი ინფორმაციით, დადგინდა, რომ ჟურნალისტი გარდაცვლილია. ხაშოგის და საკონსულოს იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებთანაც ჟურნალისტს შეხვედრა ჰქონდა, ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისივე თქმით, ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქთზე საკონსულოს 18 წარმომადგენელია დაკავებული. ჟურნალისტის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics