|
2018-10-19 14:25:16, 1131 ნახვა
კომენტარი
ზვიად ძიძიგური: ქვეყანაში ვერავინ დაარღვევს პოლიტიკურ სიმშვიდეს
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში დესტაბილიზაციას ცდილობს. "ქართული ოცნების" დეპუტატების შეფასებით, ჩანაწერები, რომლებიც მედიაში ვრცელდება, გეგმის ნაწილია. "ნაციონალურ მოძრაობას სურს დესტაბილიზაციის გამოწვევა ქვეყანაში. ამიტომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები არიან მოწოდების სიმაღლეზე. ვერავინ ვერავითარ პოლიტიკურ სიმშვიდეს ვერ დაარღვევს’’, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური. მსგავსი შეფასება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილსაც. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ქვვეყანაში ყველაფერი რევოლუციური სცენარით წარიმართოს. "სურვილი აქვთ ყველაფერი რევოლუციური სცენარით წაიყვანონ და მინდა ხაზი გავუსვა, რომ არცერთ შემთხვევაში ეს მათ არ გამოუვათ", - აღნიშნა მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში რამდენიმე დღის წინ შევიდა "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება იმის შესახებ, რომ პარტია 100 000-იან აქციას გეგმავდა, მოგვიანებით კი - "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ინფორმაცია უარყო.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)