06:48 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 16:23:21, 1022 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: ახალი ავტობუსების დიზაინს და ფერს მოსახლეობასთან ერთად შევარჩევთ [ვიდეო]

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს.

კალაძე პოლონეთში Man-ის ქარხანაში იმყოფებოდა, საიდანაც Facebook-გვერდის მეშვეობით მოსახლეობას სხვადასხვა ვარიანტის ავტობუსები შესთავაზე. 

„რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. შესაძლოა, იყოს ორ ფერში, ესეც არ არის გამორიცხული. საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე დიზაინს განვსაზღვრავთ, შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს", - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics