|
2018-10-18 15:25:12, 1220 ნახვა
საზოგადოება
ჰარცელი: თუ მეკითხებით არის თუ არა დღეს საქართველო მზად ევროკავშირის წევრობისთვის, პასუხი იქნება - არა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი მიიჩნევს, რომ საქართველო ევრო გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის ჯერ მზად არ არი. როგორც ელჩმა აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვიტარდება ევროკავშირი მომავალში. „რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობას, თუ მეკითხებით არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ამისთვის, პასუხი იქნება - არა, არ არის მზად. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულება იძლევა ჩარჩოს, რათა საქართველო დაუახლოვდეს თავის მისწრაფებებს. ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ზუსტად ამაზეა მიმართული, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს რეფორმების გატარებისა და სამუშაოს განხორციელების გზით. მოგეხსენებათ, დღეს ბრიუსელში სხვადასხვა მოსაზრებებია ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, ერთ რამეში ერთსულოვნებაა - ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. თუ რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი მომდევნო წლებში“, - განაცხადა ჰარცელმა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)