08:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 12:22:10, 446 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

 

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სანია ჩელებიც ლუკოვაკს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ასევე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურ ჩართულობას რეგიონში და აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, აჭარის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

   შეხვედრაზე მხარეებმა ასევე IOM-ის მიერ ახალი რეგიონული პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოში 2017 წელს დაიწყო და მიგრანტთა შორის აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მეთვალყურეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამავე პროექტის ფარგლებში, აჭარაში ხორციელდება მიგრანტთა მონიტორინგი  სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

IOM-ის საქართველოს მისია 1993 წელს დაფუძნდა, ხოლო აჭარაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 2014 წლიდან ფუნქციონირებს.

შეხვედრას მიგრანტთა რესურს ცენტრის კოორდინატორი ბათუმში ნანა პაპიაშვილი ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics