18:19 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 15:24:15, 1931 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა, მიმდინარე წლის ფისკალური პარამეტრები, ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური დინამიკა და 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.

ეს არის სსფ-ის მესამე შემფასებელი მისია. როგორც ცნობილია, საქართველომ წარმატებით დაასრულა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის პირველი და მეორე მიმოხილვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირა იმუშავებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics