|
2018-10-15 16:21:36, 1570 ნახვა
პოლიტიკა
„სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს და სუბელიანს - ბანდიტები თქვენკენ მოიკითხეთ“ - ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთამენთს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ტყვეობაშია. მისი თქმით, მმართველ გუნდის სათანადო ბერკეტები არ გააჩნია, რომ „არაფორმალურ დაჯგუფებებზე გავლენა იქონიოს“. „არ მქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმენდი იმას, რისი მოსმენაც უნდა საზოგადოებას. ქვეყანაში შეიძლება არსებობს ერთი ჯგუფი, რომელსაც სჯეროდა, რომ ერთი დღით მაინც გამოხვიდოდით ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და „ქართული ოცნების“ როლიდან, და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდით განცხადებას. მაგრამ ამ ადამიანებს იმედები გაუცრუვდა. ნამდვილად არ გამტყუნებთ, არც ერთ თქვენგანს, ვინც აქ ხართ იმიტომ, რომ თქვენ არანაირი ბერკეტები არ გაქვთ, რომ გავლენა მოახდინოთ არაფორმალურ დაჯგუფებებზე, რომლებიც მართავენ ქვეყანას. ვერ გეტყვით ვერავის, თუნდაც ბატონ მდინარაძეს, რომ - „წადი ახლა საქმე გაურჩია ფარცხალაძეს ან სუბელიანს“. გუშინდელი ჩანაწერები თუ კიდევ არ არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას მართავენ არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც იმართებიან და მჭიდრო კოორდინაციაში არიან მინისტრებთან, სუბარი, გახარია თუნდაც და ამისი არ გჯერათ, რაზე უნდა ვისაუბროთ. არ მინდა თქვენთან ჩხუბი, მუშტი-კრივს ხომ არ გავმართავთ?! მოწყვეტილი ხართ რეალობას. ზაზა სარალიძის შვილის მკვლელი დღემდე დასჯილი რატომ არ არის, ეს გუშინ ვერ გავიგეთ?! დაახლოებით ერთი თვე ათენებს და აღამებს რუსთაველის გამზირზე, ყველანი ხომ მამები ვართ და დედები. 2012 წელს საზოგადოებას იმიტომ, არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ უნდოდა უკეთესი და არა უარესი. წინა ხელისუფლებას წარმატებები რაც ჰქონდა, ის უნდა გაგეგრძელებინათ და არ უნდა გაგეათმაგებინათ გადაცდომები. სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს და სუბელიანებს. თქვენ თუ გგონიათ, რომ ფარცხალაძის სარდაფში მარტო ყიფიანი იყო, ცდებით. თქვენ არ გაქვთ მართვის ბერკეტები, თქვენ გაქვთ მხოლოდ იმის ბერკეტები, რომ ფული იშოვოთ და სასახლეები ააშენოთ. თქვენ ხართ ტყვეობაში აყვანილი. ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წევრი უფრო დაცულია ვიდრე თქვენ. უდიდესი ზვავი დაგეცათ გუშინ“, - მიმართა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას. დეპუტატის ამ განცხადებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არ გააჩნია, მორალური უფლება მსგავსი განცხადებები აკეთოს: „ნიკა მელია ხმას რომ იღებს, ეს არის დიდი უბედურება. ბანდიტები თქვენკენ მოიკითხეთ, სასახლეებიც და კრიმინალებიც თქვენკენ მოიკითხეთ. საკუთარი ცოდვები მოიკითხეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მაღალ მატერიებზე რომ საუბრობს, ეს არის უბედურება ჩვენს ქვეყანაში და ეს უბედურება დასრულდება ძალიან მალე. „ნაციონალები“ გამოირჩეიოდნენ გაუპატიურებით, ბიუზნესის რეკეტით და ადამიანების უფლებების შელახვით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)