21:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 15:26:42, 1990 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანთან შეხვედრების ამსახველი კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერია ამოღებული

გამოძიების ფარგლებში ამოღებულია მეხსირების ბარათი, რომელიც პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის შეხვედრის კიდევ რამდენიმე ფარულ ჩანაწერს შეიცავს, - ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზები ჩატარდება.

„გამოძიების ფარგლებში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა  ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს. თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, უწყების ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი, „ქართული ოცნების“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, მორიგი განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: კერძოდ, კაციტაძის განმარტებით, ი.პ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოსთხოვეს პატიმარ მირზა სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics