08:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-15 09:48:32, 771 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ფრანგ სენატორს, საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრ პიერ-ივ კოლომბას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფრანგ სენატორს, საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრ პიერ-ივ კოლომბას შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

აჭარის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სენატორს  მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ იჩენს.

თორნიკე რიჟვაძემ პიერ-ივ კოლომბას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საფრანგეთის გამოცდილება ტურიზმისა და მუნიციპალური განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ფრანგი სენატორი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics