2018-10-14 13:25:43, 2195 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნების წევრები ევროპული საქართველოს რიგებს შეუერთდნენ (ვიდეო)
მმართველი გუნდის "ქართული ოცნების" რუსთავის, გარდაბანის, მარნეულის და სხვა რაიონების წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" რიგებს შეუერთდნენ. - ამის შესახებ, სპეციალურ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი ამბობს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა რაიონში არსებულ „ქართული ოცნების“ შტაბში დაპირისპირებაა.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბი აღარ დარჩა არც ერთ რაიონში, სადაც არ იყოს წინააღმდეგობა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით... სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი, რომელსაც ჩვენივე ხელით დავუდებთ ჩვენს სახელმწიფოს ფუნდამენტში“ - აღნიშნა უგულავამ.
ავტორი: ,