|
2018-10-13 16:52:20, 1681 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო: საარჩევნო კამპანია დაპირისპირებებზეა კონცენტრირებული - მედია პოლარიზებულია
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ საოლქო და საუბნო კომისიათა სხდომები მედიისა და დამკვირვებელთათვის ღია იყო, კომისიის წევრთა გადასამზადებლად კი, ცესკომ “მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღო”. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილში, მისია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებამ, რომელიც საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესს ეხება, მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა. "2017 წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით შეიცვალა კომისიათა შემადგენლობის ფორმულა და ყველა დონეზე თორმეტამდე შემცირდა კომისიის წევრთა რაოდნობა, რომელთაგანაც ექვსს პოლიტიკური პარტიები ასახელებენ. იმ შვიდ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ ბიუჯეტიდან, ჰქონდათ თითო-თითო კანდიდატის დასახელების უფლება. ახლა ამ უფლებით მხოლოდ საპარლამენტო ფრქციების მქონე პარტიები სარგებლობენ და თითოეული პარტიიდან დასახელებულ კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ ხმათა რაოდენობა. ამ ცვლილებამ საგრძნობლად გაზარდა საარჩევნო ადმინისტრაციის კომისიების ყველა დონეზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობა, ე.ი. სამი წევრი თითო კომისიაში", - ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 2016 და 2017 წლების არჩევნებზე მმართველის პარტიის მიერ მოპოვებული ძლიერი უპირატესობის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნები ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე მიმდინარეობს. "საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საარჩევნო კამპანია უფრო თვალსაჩინოა ეროვნული მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში, ვიდრე ღია სივრცეში, განსაკუთრებით დაბალია კამპანიის ხილვადობა. რეგიონებში საარჩევნო კამპანია კონცენტრირებულია დაპირისპირებებზე და არა საპრეზიდენტო მანდატის ფარგლებში არსებულ შინნარსობრივ საკითხებზე. შეინიშნა ნეგატიური კამპანიის მრავალი შემთხვევა, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტებზე კი, რომლებიც ყველაზე ხშირად მიმართული იყო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის იმიჯის შესალახად. საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა დებატებმა ქართული მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის აკრძალვისა“, - აღნიშნულია ანგარიშში. სადამკვირვებლო მისია ასევე ხაზს უსვამს, რომ ეუთოს რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში არ შესულა ცვლილება, რომლითაც საოლქო და საუბნო კომისიების არაპარტიული განმცხადებლებით დაკომპლექტების კრიტერიუმები განისაზღვრებოდა. ამასთან, ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში გენდერულ და ეროვნლ უმცირესობათა საკითხებს არც თუ დიდი ადგილი უჭირავთ. „რამდენიმე საარჩევნო სუბიექტმა შეხვედრები გამართა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“, - წერია ანგარიშში. ეუთოს მისია მკვეთრად პოლარიზებულად აფასებს ქართულ მედიას, რომელიც, ავტორთა აზრით, “პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს შორის დგას“: „იმ პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები, რომელებიც საბიუჯეტო დაფინანსებით ისარგებლებენ, მიიღებენ უფრო ხანგრძლივ საეთერო დროს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ვიდრე დამოუკიდებელი ან სხვა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეკომენდაციით მაუწყებლებმა ეთერიდან უნდა ამოიღონ ყველა პოლიტიკური რეკლამა, რომელიც უარყოფითი მხრიდ წარმოაჩენს სამთავრობო პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და შესაბამისად, სანქციები დაუწესა ერთ-ერთ უმსხვილეს ადგილობრივ ტელეკომპანიას“, - ნათქვამია ანგარიშში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)