|
2018-10-13 12:38:20, 3343 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა დაკავებული ამერიკელი მღვდელი გაათავისუფლა
თურქეთის სასამართლომ ამერიკელი მღვდლი, ენდრიუ ბრანსონი გაათავისუფლა, - ამის შესახებ Hurriyet იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ პასტორს უფლება მისცა სურვილის შემთხვევაში თურქეთი დატოვოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდეს. როგორც ბრანსონის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თურქეთს დატოვებს. მედიის ცნობით, შეთანხმება ანკარასა და ვაშინგტონს შორის გასულ თვეში, გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე შედგა. სანაცვლოდ ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს. მოლაპარაკებებს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე ვაშინგტონმა ანკარას პასტორის გათავისუფლება რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შეგახსენებთ, პასტორი 2017 წელს იზმირში დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)