|
2018-10-12 19:48:24, 2240 ნახვა
სამართალი
TDI - მოვუწოდებთ შსს-ს, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს დაუყოვნებლივ მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრი, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს დანაშაულზე, რომელიც მათი თქმით, სავარაუდოდ, ნეონაცისტური ჯგუფის წევრების მიერ არის ჩადენილი. „30 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიადაგზე, მოკლეს საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ვიტალი საფაროვი. ვიტალი საფაროვის საქმე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ იგი შესაძლოა იყოს ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი პირველი მკვლელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა სავარაუდოდ ჩადენილია ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით, მიგვაჩნია, რომ საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს 109-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, საქმეს დაუყოვნებლივ მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებას წარუდგინოს გამოძიების დეტალები, დანაშაულის მოტივი და დადასტურების შემთხვევაში, გამოკვეთოს დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის რასობრივი, რელიგიური, ეროვნული და/ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი. ბოლო წლების განმავლობაში, ნეოფაშისტური და ულტრანაციონალისტური ჯგუფები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან კონკრეტული წარმოშობის, ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს. TDI-მ უკანასკნელად, ე.წ. “საქართველოს დარაჯების” საქმეზე, შსს-ს 1 თვის წინ, 14 სექტემბერს მიმართა საჯაროდ და მოუწოდა მყისიერი რეაგირება მოეხდინა სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებზე. - “ყოველგვარი უმოქმედობა წაახალისებს ექსტრემისტულ ჯგუფებს რელიგიური/ეთნიკური/რასობრივი შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულისკენ“, - აღნიშნულია TDI-ს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და შემდეგ დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვიტალი საფაროვი ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაჭრილია საფაროვის მეგობარიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვიტალი საფაროვი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე ჩართულობისა და განვითარების ცენტრში მუშაობდა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)