|
2015-06-10 09:28:52, 353 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ადეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობდა, 2004-2005-2006 წლებში და შემდგომაც
ივანიშვილი პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობდა, 2004-2005-2006 წლებში და შემდგომაც, ყოველთვის იყო ინფორმაცია, რომ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა სურდა, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. „ინფორმაცია ნამდვილად არსებობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. ამავე დროს, ის პოლიტიკაში ყოველთვის მონაწილეობდა, 2004-შიც, 2005-შიც, 2006-შიც და შემდგომაც, კომუნიკაციის დონეზე ყოველთვის იყო ინფორმაცია, მათ შორის მის მიერ გამოთქმული, რომ სურდა პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა. ის იყო პოლიტიკაში, ის ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა გარკვეულ პროცესებზე და პოლიტიკაც არის პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ის კი ამას აკეთებდა 2004-შიც, 2005-შიც, 2009-შიც, 2010-შიც და აქედან გამომდინარე, მისი პოლიტიკაში მოსვლის სურვილის შესახებ ცალსახად ცნობილი იყო ჩვენთვის“, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. ადეიშვილის თქმით, ივანიშვილი ხელისუფლების შეცვლას 2008-2009-2010 წლებშიც აპირებდა. "ხელისუფლებაში მოსვლა არის დემოკრატიული პროცესი და საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სადღაც კულისებს მიღმა არ ფორმდებოდეს რაღაც გადაწყვეტილება ორ პოლიტიკურ ძალას, ან ორ ადამიანს შორის. ხელისუფლების გადაბარება, ბუნებრივია, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ჩვენთვის შეუძლებელია, რომ ვიღაცას ხელისუფლება აჩუქო, ან გადააბარო, ან მისცე ამის გაკეთების საშუალება. მან აირჩია გზა არჩევნების და შესაბამისად არჩევნების გზითაც მოვიდა ხელისუფლებაში. ხელისუფლების შეთანხმებულ გადაბარებაზე მან უარი მიიღო", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)