10:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-07 20:00:04, 1754 ნახვა

საზოგადოება
ნიკა, ძალიან გაგვახარე! - პრემიერი ჩოგბურთელს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩინეთის ღია პირველობაზე გამარჯვებას ულოცავს.

"ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის პირველობის ჩემპიონია!
ნიკა, გილოცავ დიდ გამარჯვებას! ძალიან გაგვახარე!"- წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში არგენტინელი ხუან დელ პოტრო ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

არგენტინელი ტურნირის პირველი, ხოლო მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის 26 წლისაა და ტურნირამდე 34-ე ნომრად იყო განთესილი.

ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ედმუნდი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში, კარიერაში პირველად, TOP30-ში შეაღწევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics