03:17 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 14:50:18, 436 ნახვა

პოლიტიკა
ბალტიის ასამბლეა რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს გმობს

ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმმა  რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებთან დაკავშირებით  განცხადება მიიღო, რომელშიც პრეზიდიუმი საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ფედერაციის მიერ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“  ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას გმობს.

 "ბალტიის ასამბლეა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბალტიის ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში,  და მისცეს როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციებს  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება და რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებს  შორის მანამდე გაფორმებული შეთანხმებები ცალსახად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.

ბალტიის ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“  ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა „ეწინააღმდეგება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას და აფერხებს  რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics