|
2018-10-06 10:11:05, 1907 ნახვა
კომენტარი
ლალი ბადურაშვილი: ემიგრაციაში დაბადებულებს საქართველოს სიყვარული გამძაფრებული აქვთ, ამიტომ ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს
ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ გამძაფრებული აქვთ საქართველოს სიყვარული ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი ამიტომ ვუჭერ მხარს სწორედ მას, - განაცხადა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა რუსთაველის თეატრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვდება. "ქალი ვარ და სოლიდარობას ქალს ვუცხადებ. ათას სისულელეს ლაპარაკობენ ქალბატონ სალომეზე, რომელიც, სადაც იყო ყველგან არაჩვეულებრივი იყო და იცით რა მინდა გითხრათ, ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა აქ დაბადებულებს, გაზრდილებს, ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ მეტად გამძაფრებული აქვთ სიყვარული საქართველოსი ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი, ამიტომ ვუჭერ მას სწორედ მხარს", - აღნიშნა ბადურაშვილმა. რაც შეეხება, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ შავ პიარს, როგორც ლალი ბადურაშვილმა განმარტა, აღნიშნული კამპანია ჯანსაღი კრიტიკის საზღვრებს სცდება. "მესმის, რომ როცა წინასაარჩევნო კამპანიაა არსებობს მოწინააღმდეგეც, მაგრამ ზღვარს გადასვლა ეს აღარც კრიტიკაა და არც არაფერი არაა. გამოვალ და რასაც მინდა ვილაპარაკებ შენზე დაუსჯელობის სინდრომია. მაგათ ხომ მერე მუხრუჭი არა აქვთ. ყველაფერს იტყვიან მოგიგონებენ, არ შერცხვებათ, დაგაბრალებ, რომ შენ მე ვარ და ასეთ ხალხთან რა უნდა ილაპარაკო, ყველაფერს მიღმა არიან გაცდენილები ჩემი აზრით "ნაციონალები", ეს რაღაცა არ ვიცი, ღვთის რისხვა კიდია საქართველოს. ზღვარი ხომ არსებობს არა? რასაც მინდა ვილაპრაკებ, ასე არ ხდება, სექტა მკვლელების", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)