2018-10-05 13:05:01, 673 ნახვა
რეგიონი
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას აამოქმედებს
2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას "მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანადაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია" აამოქმედებებს.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანია მენჯ-ბარძაყის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსების მიწოდება.
პროგრამის მოსარგებლეები არიან მენჯ-ბარძაყის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე 1 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით და ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობაში.
გეგმის თანახმად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16,000 ლარით. პროგრამა გათვალისწინებულია 100 ბენეფიციარზე.
(NS)
ავტორი: ,