20:46 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 15:10:28, 2544 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - „ომეგას“ უნდა, ბინძური მეთოდით ვალის თემა ხალხს დაავიწყოს, მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომპანია „ომეგას“ გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია უარს ამბობს ვალის გადახდაზე და ბინძური მეთოდით სურს ეს თემა ხალხს დაავიწყოს.

„ეს განცხადებები და ჩანაწერები რჩება განცხადებებად და ჩანაწერებად, გამოძიება სანამ არ იტყვის, რომელია ავთენტური და რომელი განცხადება შეესაბამება სიმართლეს, არ მიმაჩნია ეს ყველაფერი პოლიტიკური კომენტარების თემად. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 51 მილიონი საგადასახადო დავალება აქვს კომპანიას, რომელიც უარს ამბობს ეს ვალი გადაიხადოს. მესმის, რომ კომპანიას უნდა ყველა, მათ შორის ბინძური მეთოდით ეს ვალის თემა ხალხს დაავიწყოს, მაგრამ ვალის თემას, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics