11:46 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 13:58:00, 1763 ნახვა

საზოგადოება
​მაია მიმინოშვილს სოფო გორგოძე, თამარ სანიკიძეს კი, გიორგი ვაშაკიძე შეცვლის

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გიორგი ბატიაშვილის განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს. 

სოფო გორგოძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სოფო გორგოძეს აქვს მასწავლებლად, განათლების კონსულტანტად და განათლების პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სოფო გორგოძე მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2007-2010 წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი.

რაც შეეხება, სხვა თანამდებობებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია გახდა, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ბერიკა შუკაკიძე ჩაუდგება სათავეში. 

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს მინისტრმა სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა. იქამდე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს გიორგი მაჩაბელი ხელმძღვანელობდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე იყო, ხოლო საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics