11:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 14:59:12, 1425 ნახვა

საზოგადოება
გოგონათა კლუბში სასწავლო წელი განახლდა

მედიაციის სახლის პროგრამა „გოგონათა კლუბში“ სასწავლო წელი განახლდა. პირველი ჯგუფის გოგონებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგე მეურნეობა „გარდენიაში“ შეხვდა.

თათია ხოჭოლავა  კლუბის წევრებს პროგრამის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. 
პროგრამა „გოგონათა კლუბი" მეოთხე წელია მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია 14-18 წლის გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო  უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებსა და არაფორმალურ გარემოში წარმატებულ ქალებთან შეხვედრებს.  

ტრენინგისა და შეხვედრების ძირითადი სამუშაო თემებია - საკუთარი შესაძლებლობების შეფასების მნიშვნელოვნების დანახვა, პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრებისეული მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის გზების ძიებაში დახმარება. პროგრამის თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics