06:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 13:39:55, 2294 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში ფონდ „იავნანას“ საქმეზე პაატა ბურჭულაძის ცოლი დაიბარეს

მთავარ პროკურატურაში  ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე   გამოკითხვაზე დაიბარეს.
ბურჭულაძის მეუღლე   საგამოძიებო ორგანოში დღეს,  17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
საქმე ეხება  საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.
 მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით,  პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი  საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics