|
2018-10-03 13:06:55, 1408 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი „ომეგა ჯგუფზე“: ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა
„ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, იმისთვის რომ ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხა, რომელსაც ჰქვია დავალიანება, ამ კომპანიამ აირიდოს თავიდან და არ გადაიხადოს“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ომეგა ჯგუფის“ საქმესა და გავრცელებულ ჩანაწერებს. მინისტრის განცხადებით, „ომეგა ჯგუფIს“ დავალიანება 50 მილიონს შეადგენს და ფინანსთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული შეღავათები ბოროტად იქნა გამოყენებული. „ჩემთვის რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს, ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთი, რომ ყველა ახალ ჩანაწერზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩანაწერები ემატება იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიჰყავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხა, რომელსაც ჰქვია დავალიანება ამ კომპანიამ აირიდოს თავიდან და არ გადაიხადოს, რასაც ცდილობს 2014 წლიდან. ის 11 შეღავათი, რომელიც ფინანსთა სამინისტომ, ბატონი იქუაშვილის კომპანიას გაუწია, ბოროტად იქნა გამოყენებული და დღეს ვხედავთ იმას, რომ 50 მილიონზე მეტი ვალი აქვს ამ კომპანიას ხალხის მიმართ, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და ყველაფერს კადრულობს, იმისთვის, რომ ხალხს ეს თანხა არ გადაუხადოს“, - განაცხადა თეა წულიკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)