|
2018-10-02 13:17:28, 1364 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, ტაქსებისთვის 60-მდე ლოკაციაზე საპარკინგე ადგილები უფასოდ გამოიყოფა
დედაქალაქის მასშტაბით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე სადგომით, რომლითაც ტაქსის მძღოლები უფასოდ ისარგებლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტაქსის რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე სხვა ავტომანქანების გაჩერება აიკრძალება. „დღეის მდგომარეობით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწერება ჯარიმა. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის. რასაკვირველია, ტაქსის მძღოლები აღნიშნული ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობა დამატებითი ადგილების გამოსაყოფად მუშაობას განაგრძობს. „მგონია, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც დედაქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ განახორციელა. საზოგადოების მხარდაჭერით, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება. პარალელურად, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოგვყავს ახალი ავტობუსები, უნდა დავამატოთ მეტროს ვაგონები და მოვაწესრიგოთ მეტროსადგურები. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს სრულად განახლებული ავტობუსების პარკი ეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული, კომფორტული და რაც შეიძლება სწრაფი უნდა გავხადოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში ყველაზე მოხერხებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)