|
2018-09-28 18:19:57, 2119 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - სამომავლოდ ყველას ვურჩევ, ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან და იუსტიციის სახლებს კანონით დადგენილ ვადებში მიმართონ
„იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული იუსტიციის სახლში“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრმა მოქალაქეებს ურჩია, მომავალში ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან და იუსტიციის სახლებს კანონით დადგენილ ვადებში მიაკითხონ. „რადგან დღეს არის პარასკევი და კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით იყო დადგენილი, რომ 1 ოქტომბრამდე უნდა აეღოთ ტაქსის ლიცენზია, რომელიც, სხვათა შორის, პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ აიღონ − ეს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც ჩქარობს და დღეს ცდილობს, დღის ბოლომდე მიიღოს ეს სერვისი, დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებულად გადატვირთული, რადგან დღეს კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეა. რატომღაც, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მოიცადა ბოლო დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც შეეძლოთ, მშვიდ გარემოში ეს სერვისი მიეღოთ. მაგრამ მინდა, სიმშვიდისკენ მოვუწოდო ყველას. ჩვენ დღეს 16 საათამდე 6. 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ დღეს დღეში 8.500 ადამიანს ვემსახურებით. რიგში დგას კიდევ ბევრი, იმიტომ, რომ ეჩქარებათ, 1-ლ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული იუსტიციის სახლში. ამიტომ ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს. უბრალოდ, მომავლისთვის ყველას ვურჩევ, რომ ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან. როდესაც კანონი გვიდგენს ვადას, ამ ვადის განმავლობაში მივიდეთ იუსტიციის სახლებში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცმის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. იუსტიციის სახლის ცნობით, ხსენებული ორი კონკრეტული სერვისი ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებლ პირთა საქმიანობის რეგისტრაციაა.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)