|
2018-09-28 14:50:58, 2270 ნახვა
კომენტარი
ხადური „ომეგას“ სკანდალზე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შემიძლია ჩავიდე ლონდონში, ვიქირავო თარჯიმანი და ადვოკატი, ძალიან ცდება!
ფინანსთა ყოფილი მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური ტელეკომპანია "იბერიას" სკანდალურ საქმეს ეხმაურება. როგორც ხადური აღნიშნავს, ის მზად არის ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს. მისივე მტკიცებით, მას არცერთ გარიგებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც სხვისთვის მიუცია უფლება, რომ მისი სახელით ესაუბრა. "არ ვიცი, რაზე საუბრობდა ორი ადამიანი. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი თემებზე საუბრობენ, იმიტომ რომ ნოდარ ხადურს არავისთვის არასდროს არაფერი უთხოვია. არავისთვის მიუცია რწმუნება რომ მისი სახელით ესაუბრა ბიზნეს სუბიექტებთან. ნოდარ ხადურს ეგრე არ უცხოვრია და არც უმუშავია. ხადურის ფინანსთა მინისტრად მუშაობისას მთავარი მიღწევა იყო რომ საგადასახადო და საბაჟო სამსახური ისევ როგორც საგამოძიებო სამსახური გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, ეს არის ნოდარ ხადურის გაკეთებული საქმე. ჯერ მიკვირს, რატომ ლონდონის სასამართლო? იმიტომ რომ არ ვარ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და არც ისინი არიან. ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა, არცერთ კითხვაზე პასუხს არ გავურბივარ და გავცემ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ვიქირავო თარჯიმანი და ადვოკატი ძალიან ცდება“, - განაცხადა ხადურმა. შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფმა“ ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. „ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს. იურისტების მიერ შედგენილ სიაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძიინა ივანისვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ყოფილი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანი და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზო ჩუბინიძე არიან.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)