|
2018-09-27 11:46:00, 2299 ნახვა
კომენტარი
კალაძე „ომეგაზე“: რა შუაშია ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი და გახარია? რეებს მიედ-მოედებით
თბილისის მერი კახა კალაძე, ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება. როგორც კალაძემ აღნიშნა, მაღალჩინოსნების მონაწილეობა ფარულ ჩანაწერებში არ იკვეთება. მანვე დასძინა, რომ მედიას საუბარი არასწორი მიმართულებით მიჰყავს. „ვინ ფიგურირებს მითხარით, ერთი პოლიტიკოსი ვინ ფიგურირებს ან თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელი. ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს, რას წარმოადგენს მითხარით, რას წარმოადგენს, სად არის დიმიტრი ქუმსიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი, რომ ვახსენოთ ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა? ერთი წუთით რა, არასწორი მიმართულებით მიგყავთ თემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ალიბი ვერ იქნება ტელევიზია. არასწორია ეს მიდგომა. კანონი არის ყველასთვის ერთი და თუ რაიმე, ის ვინც არის მონაწილე ამ ჩანაწერების, მათ მიმართ არსებობს კითხვები, მე როგორც ვიცი გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, მეორე მხარესაც უნდა მოეთხოვოს პასუხი. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფმა“ ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. „ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს. იურისტების მიერ შედგენილ სიაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძიინა ივანისვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ყოფილი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანი და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზო ჩუბინიძე არიან.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)