15:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 16:47:38, 1987 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია - საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს პოზიტიურად უყურებს

 აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებული განახლებული „აზიის განვითარების შეფასების ანგარიშის" (Asia Development Outlook) მიხედვით, ბანკმა  2018 წლის  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-დან 4.9%-მდე, ხოლო 2019 წლის პროგნოზი 4.7%-დან  5.0%-მდე გააუმჯობესა. 

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით 2018 წლის პირველ ნახევარში და ინვესტიციების ზრდით, რაც ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართ კერძო სექტორისა და ინვესტორთა პოზიტიური განწყობის შედეგია.

 „ეს ანგარიში მიუთითებს იმ დადებით შეფასებაზე, რომელსაც ჩვენ გვაძლევს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი და იმ პოზიტივზე, თუ როგორ უყურებს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება საქართველოსა და მის მომავალს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2019 წელს პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის თვალსაზრისით.  ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო მრეწველობის და მომსახურების სექტორში დაფიქსირებულმა მაღალმა ზრდამ. პოზიტიური ტენდენციები კვლავ გრძელდება  ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ეკონომიკის მოთხოვნის მხარეს, გაიზარდა სახელმწიფოს დანახარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაუმჯობესდა კერძო ინვესტიციებისა და მოხმარების მაჩვენებლები.

აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე.    მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს საგადასახადო შეღავათები და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics