15:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-26 10:43:43, 2013 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

ხაზი გაესვა წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.

აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში და განაცხადა, რომ მთავრობა არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დავით ზალკალიანმა და აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა მოაწერეს ხელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics