|
2015-06-08 12:03:59, 1400 ნახვა
მსოფლიო
ობამა და მერკელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ამ ეტაპზე არ გაუქმდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა "დიდი შვიდიანის" ქვეყნების სამიტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება, სანამ მინსკის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ შესრულდება. ბავარიაში "დიდი შვიდიანის" ქვეყნების სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვებაზე შეთანხმდა, სანამ ფედერაცია სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებას და პატივს არ სცემს უკრაინის დამოუკიდებლობას. ბავარიის ალპებში "დიდი შვიდიანის" სამიტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. რუსეთი "დიდი რვიანიდან" ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)