|
2018-09-21 15:37:50, 2275 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი „ევროპულ საქართველოს“: ადამიანმა საშუალება რომ მოგცეთ, პირდაპირ აქ დაგვხვრეტდით
„თქვენ ასეთები ხართ ბუნებით, ადამიანმა საშუალება რომ მოგცეთ, ყველას პირდაპირ აქ დაგვხვრეტდით, მაგრამ ბედნიერებაა, რომ არა გაქვთ ამის საშუალება და არც არასდროს მოგეცემათ“, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, თუ საგამოძიებო ორგანოები ხორავას ქუჩის საქმეზე დამნაშავეებს გამოავლენენ, მათ ხელს არავინ დააფარებს. „საქართველოს პარლამენტი არ არის მარტო ორგანო, რომელიც კანონებს იღებს, ჩვენ მაგალითს ვაძლევთ ახალ თაობას და მე არ მიკვირს, რომ ასეთი ვნებათაღელვაა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მუდმივად, როდესაც თქვენ თავს უფლებას აძლევთ ილაპარაკოთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, მკვლელობებზე და ასე შემდეგ. თქვენ არა გაქვთ ამისი უფლება. თქვენ ბოკერიებს და დანარჩენებს, თორემ ამაზე რომ ლაპარაკობდეს ლევან გოგიჩაიშვილი და ლაპარაკობს, ამაზე რომ ლაპარაკობდეს და ლაპარაკობს კიდეც ზაზა პაპუაშვილი ეს მისაღებია ჩვენთვის და ვინ გითხრათ თქვენ, რომ ჩვენ ვაპირებთ მკვლელს დავაფაროთ ხელი?! თქვენ ეს დემაგოგია დატოვეთ თქვენ პარტიის ოფისებში. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მკვლელს დავაფაროთ ხელი, არ ვაპირებთ, რომ იმ პროკურორებს დავაფაროთ ხელი ვინც გამოვლინდება. თქვენ კი არ გამოავლენთ, საგამოძიებო ორგანო თუ გამოავლენს, რომ იქ იყო ჩარევა თანამდებობრივი, იმ შემთხვევაში არ ვაპირებთ ხელი დავაფაროთ იმ პროკურორებსა თუ გამომძიებლებს. მაგრამ თქვენ ასეთები ხართ ბუნებით, თქვენ რომ ადამიანმა საშუალება მოგცეთ, ყველას პირდაპირ აქ დაგვხვრეტდით, მაგრამ ბედნიერებაა, რომ არა გაქვთ ამისი საშუალება და არც არასდროს მოგეცემათ ამისი საშუალება, თქვენ ამ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ. ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულმ ბოკერიას“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)