|
2018-09-21 13:15:24, 5463 ნახვა
სამართალი
„როგორ სძალავდნენ „ომეგა ჯგუფს“ მანქანებს მინისტრებისთვის“ – „რუსთავი 2“ მორიგ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
„რუსთავი 2“ მორიგ ფარულ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლის სატელეფონო საუბარია ასახული. ჩანაწერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის სახელები ფიგურირებს. ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სთხოვდნენ. „ლევან ყიფიანი: - აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30 მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი. ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ერთ მინისტრი რა ქუმსიშვილს არ გულისხმობ? ყიფიანი: - სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ. ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ხადური ხომ? ყიფიანი: - ჰო. ერთი კუპერი, X 4 და X 5 ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ქუმსიშვილის ყიფიანი: - კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი. ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - რა ვალდელბულებებია? ყიფიანი: - ფინანსური ვალდებულებები. ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეგ, რას ნიშნავს? ყიფიანი: - რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები. ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ბიუჯეტში, თუ? ყიფიანი: - არა, ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, ზოგადად? ყიფიანი: - ჰო. ამ მანქანების გარდა. ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი ყიფიანი: - ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს. ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ააა ყიფიანი: - მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე". მაღალჩინოსნებისთვის ძვირადღირებული მანქანების იძულებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა დაადასტურა. ზაზა ოქუაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ყოფილა ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ავტომობილებს ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფი“ საქართველოში რამდენიმე მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია და ის ფლობს თბილისში, BMW-ს, Bentley-ის, Maserati-ის და Opel-ის ავტოსალონებს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)