17:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 17:31:24, 2225 ნახვა

კომენტარი
ნატო ჩხეიძე - იმ ფონზე, როცა „იბერია“ და „ომეგა ჯგუფი“ განსაცდელშია, „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა ვერსად გავიგონე

„პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა „ომეგა ჯგუფის“ მიმართ თანადგომა გამოხატეს, მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა და ამის გამო, გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს მუშაობას.

„ამ ორ კვირაში, სესიიდან სესიამდე საკმარისზე მეტი მავნე და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება მოასწრო დღევანდელმა ხელისუფლებამ. ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტად ნარკოპლანტაციები დასახა და მარიხუანა მწვანე ოქროდ წარმოგვიდგინა. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და ანტიმორალური გადაწყვეტილება, რასაც ქართულმა ეკლესიამ დროულად შეუშალა ხელი, მაგრამ ჩანს, რომ ჯერ ვერ აღკვეთა. ამავე 2-კვირაში გახმიანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა - სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია „იბერია“, განსაცდელშია „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებული 1500-მდე ადამიანი, დახურულია საწარმო. ამ მოვლენებმა გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი შეუერთდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა „ომეგა ჯგუფის“ მიმართ თანადგომა გამოხატეს, მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად, პარტიიდან გავდივარ. ვიმედოვნებ რომ პარლამენტში, დროის გარკვეულ მონაკვეთში მოინახება ერთი დეპუტატი, რათა „საქართველოს პატრიოტთა" ფრაქციამ ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა და იმ ერთმა დეპუტატმა ჩამანაცვლოს მე. მე საპარლამენტო დეპუტატის მოვალეობის შესრულებას გავაგრძელებ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics